AUAP-ZU Scholarships for the Year 2018

9 დეკემბერი 2017
გაცნობებთ, რომ აზიისა და წყნარი ოკეანის უნივერსიტეტების ასოციაცია, ჩინეთი (The Association of Universities of Asia and the Pacific),  დოქტორანტურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად.  
 
მონაწილეობისთვის სავალდებულოა:
 
  • მაგისტრატურის დიპლომი
  • მაღალი აკადემიური მოსწრება 
  • კვლევითი ნაშრომის სამუშაო ვერსია (450-500 სიტყვა) 
 
სტიპენდია ფარავს
 
  • სწავლის საფასურს
  • საცხოვრებელს 
  • ყოველთვიურ სტიპენდიას - 3 000 RMB = 450 $
 
სტიპენდია არ ფარავს:
 
  • მგზავრობის ხარჯებს
  • პირად ხარჯებს 
  • დაზღვევას
 
მიმღები უნივერსიტეტი: Zhengzhou University
 
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 იანვარი, 2018. 
 
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს, ან დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს: auapheadquarter1995@gmail.com
 
შენიშვნა: კონკურსში მონაწილებისთვის აუცილებელია, რომ უნივერსიტეტის მიერ მოხდეს თქვენი ნომინირება, ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესდებით ზემოთ აღნიშნული სტიპენდიით, გთხოვთ, გვესტუმროთ სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, მესამე სართული, C24 ოთახი. 
 
გისურვებთ წარმატებას!