CSL-ის ლექტორის ვიზიტი რიგის უმაღლეს სამართლის სკოლაში

31 მაისი 2018

23 – 29 მაისს, კავკასიის სამართლის სკოლის ლექტორი არჩილ ბორჯაძე ერაზმუს + აკადემიური მობილობის ფარგლებში რიგის უმაღლეს სამართლის სკოლას ეწვია. პროგრამის ფარგლებში ლექტორმა ჩაატარა ლექცია კლიენტის კონსულტირების უნარ - ჩვევებზე. დაესწრო სკოლის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციასა და საერთაშორისო შეჯიბრს საერთაშორისო საჯარო სამართალში.