Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალადოლიდის უნივერსიტეტში, ესპანეთი შემოდგომა 2018

13 დეკემბერი 2017

გაცნობებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს  ვალადოლიდის უნივერსიტეტში, ესპანეთი (University of Valladolid, Spain), 2018 წლის შემოდგომის სემესტრისთვის, Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას  და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადემიური მიმართულება

 სწავლების ენა

ბაკალავრიატი 1 სემესტრი Economics and Commerce ინგლისური

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა  სტუდნტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი  დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის / პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 0; TOEFL- 78)  
  • ნიშნების ფურცელი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან;
  • ეკონომიურ, სოციალურ ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემ(ებ)ის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში).

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება  არ  შეუძლიათ:

 

  • საბაკალავრო პროგრამის პირველი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
  • მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.

 

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადებირომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
  • წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად.

 

კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge   

 

 შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდნეტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და  საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მესამე სართული, ოთახი C24.