პროფესორ ბრაიან ვილსონის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

22 ნოემბერი 2018

21 ნოემბერს, ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა აშშ-ის საზღვაო აკადემიის პროფესორი ბრაიან ვილსონი, რომელსაც კავკასიის სამართლის სკოლის დეკანმა სოფო შენგელიამ, კავკასიის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამის კოორდინატორმა სალომე კუჭუხიძემ და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. 

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დეტალები. ისაუბრეს სამართლის სკოლაში არსებული პროგრამების შესახებ და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია.