საერთაშორისო კონფერენცია კავკასიის უნივერსიტეტში

6 მარტი 2019

27 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში Erasmus + ის ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის: „ინვესტირება სამეწარმეო უნივერსიტეტებში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში - EUCA INVEST”  ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენციას ესწრებიან პროექტის ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ასევე პარტნიორები ყირგიზეთიდან, ამასთან, ევროპელი პარტნიორები გერმანიიდან, პორტუგალიიდან, ჩეხეთიდან და ლიტვიდან.

 

კონფერენცია გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და მსენელთა წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია; ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, ლელა კელბაქიანი; საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის რექტორი, აკაკი ხელაძე; საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე და საქართველოს ბანკის ციფრული ბანკინგის ინოვაციების მენეჯერი, გიორგი კინწურაშვილი.

 

პროექტის ფარგლებში შეიქმნა და განვითარდა crealab-ები ბენეფიციარ, ქართულ და ყირგიზულ უნივერსიტეტებში. კავკასიის უნივერსიტეტში პარტნიორები პროექტის შეჯამებისთვის და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. განიხილეს არსებული პრობლემები და გამოწვევები.

 

აღნიშნული პროექტი სამწლიანია და სრულდება 14 მარტს.