ვიზიტი კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში

25 მაისი 2018

21-25 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორი, დავით წიკლაური ერაზმუს+ აკადემიური მობილობის ფარგლებში კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტს (Cracow University of Economics, Poland) ეწვია.

 

დავით წიკლაურმა კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს საქართველოს, როგორც საერთაშორისო ბაზრის მიმზიდველობა გააცნო და ჩაატარა სემინარები მარკეტინგის მენეჯმენტის სხვადასხვა საკითხებზე.