დე ლა სალეს უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი

31 მაისი 2018

30 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა დე ლა სალეს უნივერსიტეტის პროფესორს, გლენ ოიონგს ფილიპინებიდან, რომელმაც სტუდენტებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. პროფესორმა დეტალურად გააცნო სტუდენტებს დე ლა სალეს უნივერსიტეტი და ისაუბრა მოქმედ ინგლისურენოვან პროგრამებზე.

 

აგრეთვე, პროფესორმა იმსჯელა მობილობასა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც სტუდენტებს უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ეძლევათ.