ერაზმუს+ აკადემიური მობილობის ფარგლებში სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანის ვიზიტი დუბლინში

17 აპრილი 2018

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი და ლექტორი, ეკა აკობია ერაზმუს+ აკადემიური მობილობის ფარგლებში დუბლინს ეწვია. მას დუბლინის უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფოს სკოლამ 8-15 აპრილის პერიოდში უმასპინძლა.

 

ეკა აკობია მიიწვიეს ლექციების წასაკითხად ალექს ბატუროს საგნის “პოსტ-საბჭოთა და რუსეთის პოლიტიკა” და ასოცირებული პროფესორის, დონაკა ო ბეაჩანის საგნის  “პოსტ-საბჭოთა პოლიტიკა” ფარგლებში. ლექციებმა სტუდენტთა ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. ეკა აკობიამ ასევე კვლევითი სემინარი ჩაატარა რეგიონით დაინტერესებულ სამართლისა და სახელმწიფოს სკოლის დოქტორანტებთან. 

 

მობილობის ფარგლებში სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი შეხვდა სამართლისა და სახელმწიფოს სკოლის აკადემიისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და განიხილა კავკასიის უნივერსიტეტსა და დუბლინიის უნივერსიტეტს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.