კრაკოვის ეკონომიკის უნივერიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი

11 ნოემბერი 2019
4-8 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, Erasmus+ ის აკადემიური მობილობის ფარგლებში, კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტიდან, პოლონეთი (Cracow University of Economics) მოწვეულ ლექტორს კატარჟინა ოვსიაკს (Katarzyna Owsiak) უმასპინძლა.
 
 
მობილობის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა კავკასიის ეკონიმიკის სკოლის დეკანთან იოსებ ბერიკაშვილთან და კავკასიის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამების დირექტორთან სოფიო ხუნდაძესთან.
 
 
შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
 
 
მოწვეულმა ლექტორმა კავკასიის ეკონომიკის სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს სალექციო კურსი შესთავაზა თემაზე: ფინანსები
 
 
კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility – ICM) პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია. თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას.