Erasmus+ გაცვლითი პროგრამები აკადემიური პერსონალისთვის შემოდგომა 2017 წელი

7 ივნისი 2017

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის 2017 წლის შემოდგომის სემესტრში Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.  

 

Erasmus + გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა პარტნიორმა უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.

 

განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:

 

  • სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება;
  • კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება. 

 

ამ  განაცხადის მიზნებისათვის, 2017 წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

  1. გამოყენებით სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (SMK), ლიტვა (https://www.smk.lt/ )- Tourism and Hotels; Programming and Multimedia; International Marketing and Branding; International Business; Audiovisual Production; International business and Communication; Creative and Entertainment Industries; Public Relations; Transport and Logistics Business; Fashion Marketing; Catering Business; Law; International Trade and Customs Logistics; Advertising Creation.
  2. კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი, სლოვაკეთი (http://www.tuke.sk/) - Business Administration, Social Sciences, Governance.
  3. რიგის უმაღლესი სამართლის სკოლა, ლატვია (http://www.rgsl.edu.lv/en/ )- Law (International commercial Law, Contract Law); International Relations (“Foreign Policy Analysis” or “Theory of International Relations” );
  4. კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი (http://www.uek.krakow.pl/ )- Business and Finance;
  5. ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო უნივერსიტეტი, პოლონეთი (http://www.mwsl.eu/ )- Management and Administration, Transport services;
  6. ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვენია (https://www.uni-lj.si/ )- Economics, Int. Business, Marketing.
  7. ბაბეშ- ბოლაის უნივერსიტეტი, რუმინეთი (http://www.ubbcluj.ro/ro/ )- Business Administration, Tourism, Governance, Communication and
  8. ვილნიუსის ბიზნეს სკოლა, ლიტვა (http://www.vm.vu.lt/ ) - Business and Administration.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა  უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე: 

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი; 
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1);
  • EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3);
  • ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუაშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს;  
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან. 

 

 არ განიხილება განაცხადები, რომელიც:

 

  • წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
  • წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად.

 

კანდიდატებს განაცახდების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2017 წლის 30 ივნისამდე  შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge.

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული  უნივერსიტეტის დასახელება რომელზეც აკეთებს  განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. 

 

შერჩევის პროცედურა

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება; 
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ; 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და  საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეშვიდე სართული, ოთახი A21.

 

გისურვებთ წარმატებებს!