New Economic Talent Competition

24 ოქტომბერი 2017

გაცნობებთ, რომ ეკონომიკური კვლევისა და სამაგისტრო განათლების ცენტრი, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა (CERGE-EI), სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის აცხადებს კონკურსს - ახალი ეკონომიკური ტალანტი.

 
კონკურსი არის საერთაშორისო და შედგება ორი რაუნდისგან. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა უნდა წარადგინონ ნაშრომები (მოცულობა 50 გვერდამდე) ინგლისურ ენაზე.
 
ნაშრომი უნდა ეხებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთს:
 
  • მაკროეკონომიკა;
  • მიკროეკონომიკა;
  • გამოყენებითი ეკონომიკა;
  • ფინანსები.
 
გამარჯვებულ კონკურსანტს გადაეცემა პრიზი 1 000 დოლარის ოდენობით და ამასთანავე მიიღებს საუკეთესო ეკონომისტთა საერთაშორისო ქსელში წვდომას. 
 
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 28 თებერვალი, 2018. 
 
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს
 
გისურვებთ წარმატებას!