გაიარე რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისთვის, გაზაფხული 2018

29 სექტემბერი 2017

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ გაიხსნა ონლაინ რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის. დამატებითი ინფორმაცია და დეტალები  შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

ონლაინ რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს. პროგრამაში შესვლის შემდგომ, განაცხადის გასაკეთებლად აირჩეთ მენიუ “გაცვლითი პროგრამები”.

 

გაცვლით პროგრამაში  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მეორე, მესამე ან მეოთხე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს; მაგისტრატურის პირველი და მეორე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს. გაითვალისწინეთ, რომ მზადებას უნდა შეუდგეთ მინიმუმ ერთი სემესტრით ადრე.

 

უმორჩილესად გთხოვთ, სრულად შეავსოთ განაცხადის ფორმა, არასრულად შევსებული განაცხადი არ განიხილება. 

 

ასევე, განაცხადი გააკეთეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პარტნიორ უნივერსიტეტში გამგზავრება 2018 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.  

 

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ინგლისური ენის სერტიფიკატი (IELTS 6.0 \ TOEFEL- 78).

 

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი, 2017.

 

გისურვებთ წარმატებას!