ბუნდესტაგის საერთაშორისო სტიპენდია (IPS) 2018

12 მაისი 2017

გაცნობებთ, რომ გერმანიის პარლამენტი ბერლინის უნივერსიტეტებთან ერთად, პოლიტიკურად დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის აცხადებს კონკურსს საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) მოსაპოვებლად. პროგრამის ფარგლებში სტიპენდიანტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. ისინი 15 კვირის განმავლობაში იმუშავებენ გერმანიის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში. ზემოთ აღნიშნული სტიპენდია უკვე მიიღო 2200 სტიპენდიანტმა, აქედან 63 საქართველოდან გახლდათ. 

 

გერმანიის პარლამენტი ფარავს სამგზავრო, საცხოვრებელ და  სადაზღვევო ხარჯებს. გარდა ამისა, გასცემს ყოველთვიურ სტიპენდიას.

 

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობებია: 

 

  • საქართველოს მოქალაქეობა
  • დასრულებული საუნივერსიტეტო განათლება
  • გერმანული ენის ძალიან კარგი ცოდნა
  • პოლიტიკური და საზოგადოებრივი ურთიერთკავშირებისა და გერმანიის ისტორიისადმი გამოკვეთილი  ინტერესი
  • საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტიურობა
  • ასაკობრივი ზღვარი: 30 წლამდე ასაკი პროგრამის დაწყების მომენტისთვის

 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ივნისი.

 

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამისა და საგანაცხადო დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართებზე: 

 

www.bundestag.de/ips 

 

www.tiflis.diplo.de   

 

გისურვებთ წარმატებებს!