ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის და იესეგის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი

27 ნოემბერი 2017

20-22 ნოემბერს კავკასიის უნივერსიტეტეტმა ლილის კათოლიკური უნივერსიტეტისა (Lille Catholic University, France) და იესეგის მენეჯმენტის სკოლის (IESEG School of Management, France) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი ერაზმუს+ ის პროექტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის კიდევ ერთი ახალი და მნიშვნელოვანი პარტნიორია. კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილეს ამ ეტაპზე მოქმედი მობილობების დეტალები; ასევე ორივე მხარემ შეიმუშავა სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია.

 

გარდა ამისა, უცხოელი სტუმრები შეხვდნენ კავკასიის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებს და ისაუბრეს ერთობლივ  პროგრამებსა და სამომავლო თამაშრომლობაზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, იესეგის მენეჯმენტის სკოლის სტუდენტები, რომლებიც კავკასიის უნივერსიტეტში ამჟამად იმყოფებიან  გაცლვითი პროგრამის ფარგლებში.