Tallinn University of Technology Summer School scholarship

12 მაისი 2017

გაცნობებთ, რომ ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ტალინი, ესტონეთი (Tallinn University of Technology), ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს, საზაფხულო სკოლაში სტიპენდიის მისაღებად. სტიპენდია ვრცელდება შემდეგ მიმართულებებზე:

 

  • უსაფრთხო ელექტრონული მმართველობა 
  • რობოტები - 3D ბეჭდვა

 

თარიღები: 24 ივლისი - 6 აგვისტო 

 

საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

სტიპენდია სრულად ფარავს:

 

  • მგზავრობის ხარჯებს (250 ევროს ფარგლებში)
  • სასტუმროს 
  • სწავლის საფასურს
  • სასწავლო ატრიბუტების ხარჯს
  • სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობას 

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 მაისი, 2017.  

 

რეგისტრაციის გასავლელად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდს ან დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschools@ttu.ee

 

გისურვებთ წარმატებებს!