ქარლტონის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი

30 იანვარი 2019

29 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ქარლტონის უნივერსიტეტის პროფესორსა და ამასთან ერთად კანადის უმაღლესი საგანმანათლებლო კორპორაციის პრეზიდენტს, აკბარ მანუსს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის აპარატის წარმომადგენელს, ნინო გულუას უმასპინძლეს.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეთანხმდნენ სტუდენტების გაცვლასა და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. სამომავლოდ დაგეგმეს თანამშრომლობა სხვადასხვა პროექტების კუთხით.