შეხვედრა ვაშინგტონის და ჯეფერსონის კოლეჯის წარმომადგენელთან

22 სექტემბერი 2018

21 სექტემბერს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, დავით ნატროშვილმა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა, ირენა მელუამ, ვაშინგტონის და ჯეფერსონის კოლეჯის პროფესორს, მაიკლ შაუგნესს უმასპინძლეს.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის პროგრამების მიმართულებებით. შეთანხმდნენ სტუდენტების გაცვლასა და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. სამომავლოდ დაგეგმეს თანამშრომლობა ორმაგი ხარისხის პროგრამების განვითარების კუთხით. გამოხატეს საერთაშორისო პროექტების ერთობლივად განხორციელების სურვილი. ასევე, შედგა შეთანხმება იმაზე, რომ 2019 წელს, კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს ვაშინგტონის და ჯეფერსონის კოლეჯის სტუდენტებს ორკვირიანი საზაფხულო სკოლის ფარგლებში.