Erasmus+ გაცვლითი პროგრამები 2018 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

11 ოქტომბერი 2017

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2018 წლის გაზაფხულის  სემესტრისთვის Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას  და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

2018 წლის გაზაფხულის  სემესტრში დაგეგმილია სტუდენტთა მობილობა  შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

  1. ტუშას უნივერსიტეტი, იტალია

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადამიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრაიტი

1 სემესეტრი

Business Administration

იტალიური ან ინგლისური

 

  1. ლილეს კათოლიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადამიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი\მაგისტრატურა

1 სემესეტრი

Business Administration

ინგლისური

 

  1. ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტი, ბულგარეთი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადამიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესეტრი

International Business and Management;

International Tourism Management

ინგლისური

 

  1. პოვისლანსკის კოლეჯი კვიდზინში, პოლონეთი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადამიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესეტრი

Economics;

Business and Administration

ინგლისური

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა  სტუდნტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი  დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის / პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 0 ; TOEFL- 78)  
  • ნიშნების ფურცელი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან;
  • ეკონომიურ, სოციალურ ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემ(ებ)ის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში).

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება  არ  შეუძლიათ:

 

  • საბაკალავრო პროგრამის პირველი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
  • სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
  • მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
  • წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად.

 

კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge 

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს პირველ ადგილზე შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. ერთ სტუდნეტს განაცხადის გაკეთება შეუძლია მაქსიმუმ სამ უნივერსიტეტზე.

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდნეტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და  საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.