Erasmus+ გაცვლითი პროგრამები აკადემიური პერსონალისთვის შემოდგომა 2017 წელი

15 მარტი 2017

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის 2017 წლის შემოდგომის სემესტრში Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.  

 

Erasmus + გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა პარტნიორმა უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.

 

განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:

 

  • სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება  ან
  • კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება. 

 

ამ განაცხადის მიზნებისათვის, 2017 წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

  1. ტუშას უნივერსიტეტი, იტალია- Marketing, Finance and Business Administration; International Relations;

 

  1. კოლეგიუმ სივიტას, პოლონეთი- Journalism and New Media, International Relations; Sociology;

 

  1. კლაიპედას საერთაშორისო უნივერსიტეტი (LCC), ლიტვა - Theology, Teaching English as a second Language; Psychology; Communications; International relations; International Business Administration;

 

  1. გამოყენებით სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (SMK), ლიტვა- Tourism and Hotels; Programming and Multimedia; International Marketing and Branding; International Business; Audiovisual Production; International business and Communication; Creative and Entertainment Industries; Public Relations; Transport and Logistics Business; Fashion Marketing; Catering Business; Law; International Trade and Customs Logistics; Advertising Creation;

 

  1. კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი, სლოვაკეთი- Business Administration, Social Sciences, Governance;

 

  1. რიგის უმაღლესი სამართლის სკოლა, ლატვია-  Law (International commercial Law, Contract Law); International Relations (“Foreign Policy Analysis” or “Theory of International Relations” );

 

  1. კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი- Business and Finance;

 

  1. ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო უნივერსიტეტი, პოლონეთი- Management and Administration, Transport services;

 

  1. ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვენია-  Economics, Int. Business, Marketing.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა  შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე: 

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი; 
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
  • ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუაშაობის   გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ,   რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან    ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს;  
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან. 

 

 

  არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:

 

  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 

 

კანდიდატებს განაცახდების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2017 წლის 15 აპრილამდე  შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge .

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული  უნივერსიტეტის დასახელება რომელზეც აკეთებს  განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. 

 

 

შერჩევის პროცედურა

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება; 
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ; 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და  საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეშვიდე სართული, ოთახი A21.

 

გისურვებთ წარმატებებს!