ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში პროფესორი ჯეისონ სკორზას სამუშაო შეხვედრები კავკასიის უნივერისტეტში

17 ოქტომბერი 2018

16 ოქტომბერს, ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში Fairleigh Dickinson-ის  უნივერსიტეტის ვიცერექტორი, პროფესორი ჯეისონ სკორზა კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია. 

 

ვიზიტის მიზანია, კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის განსაზღვრა და ამ მიმართულებით უნივერსიტეტის მენეჯმენტისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

 

სამუშაო ვიზიტი 2 კვირას გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გაიმართება როგორც სკოლის დეკანებთან, ისე ადმინისტრაციულ პერსონალთან. სამუშაო შეხვედრების მიზანია, ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით უნივერსიტეტის საჭიროებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც საფუძვლად დაედება სტარტეგიული დოკუმენტის შემუშავებას.