Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის- შემოდგომა 2018, გაზაფხული 2019

11 ოქტომბერი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას. მობილობის დაგეგმვა/განხორციელება შესაძლებელია 2018 წლის შემოდგომისა და 2019 წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით.

 

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთკვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა  უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავაზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.

 

განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:

 

  • სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება ან
  • კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება.

 

2018 წლის შემოდგომისა და 2019 წლის გაზაფხულის სემესტრებისთვის, მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებსა და პროგრამებზე:

 

  • ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთი (Lille Catholic University, France– Business Administration, Economics, International Relations, Law.

 

ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი აკადემიურ პერსონალს ასევე დამატებით სთავაზობს  სტუდენტებისთვის ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში (11-15 თებერვალი, 2019) მონაწილეობას. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ლექციის წაკითხვა შემდეგ კონკრეტულ თემებზე

 

  1. General context of the European/Global economy/economies (Brexit, challenges, opportunities, others...)
  2. How to do Business with… (a country or world region, particularities)
  3. Culture and Business (how culture, territories, traditions… impact international economies/ possible conflicts – for instance: traditional costumes within luxury brands of clothes…)
  4. Import/Export issues, supply chain of products, fair trade

 

  • ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია (Saarland University, Germany) – Law
  • FH JOANNEUM, გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია (FH JOANNEUM University of Applied Sciences, Austria) – Business Administration, Information Technology, Tourism
  • კოჩის უნივერსიტეტი, თურქეთი (Koc University, Turkey)- Business Administration, Economics, Law, International Relations, Media& Visual Arts, Psychology, Sociology
  • შჩეჩინის უნივერსიტეტი, პოლონეთი (University of Szczecin, Poland) – Business and Administration, Political Sciences, Law, Tourism, International Relations
  • კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი (Cracow University of Economics, Poland) – Business Administration (Finance). მობილობის დაგეგმვა ასევე შესაძლებელია საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ( 8-12 აპრილი, 2019)
  • ვარშავის ეკონომიკის სკოლა , პოლონეთი (Warsaw School of Economics, Poland) – Economics (Int. Economics); Finance and Business Administration (Int. Business), International Tourism
  • ესტონეთის ბიზნეს სკოლა, ესტონეთი (Estonian Business School, Estonia) – Business Administration
  • კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი (University of Economics in Katowice, Poland)- Economics, Business Administration.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა  შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი

  •  

    შევსებული სააპლიკაციო ფორმა(იხ.დანართი #1)

  • EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
  • ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს 

  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი\აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი)

 

 არ განიხილება განაცხადებირომლებიც:

 

  • იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო

  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ir@cu.edu.ge 

 

კანდიდატმა ელ.ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული  უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს  განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. 

 

შერჩევის პროცედურა: 

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
  • აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.

 

გისურვებთ წარმატებას!