Tsinghua Berkley Institute-ის დელეგაციის ვიზიტი კავკასიის უნივეტსიტეტში

17 დეკემბერი 2019

16 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ცინგუას ბერკლის ინსტიტუტის (Tsinghua Berkeley Institute) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

ჩინეთის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი, აგრეთვე ტექნოლოგიებისა და მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანები.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საგანმანათლებლო პროგრამები, აგრეთვე ისაუბრეს შესაძლო თანამშრომლობის დეტალებზე, კონკრეტულად კი საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამის მიმართულებით. შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე.

 

გასათვალისწინებელია, რომ ცინგუას უნივერსიტეტი, რომლის ბაზაზეც ცინგუას ბერკლის ინსტიტუტი მდებაროებს, ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და მსოფლიო რეიტინგში 43-ე ადგილს იკავებს.