ახალგაზრდული შეჯიბრი ესეებში

5 ივნისი 2017

გაცნობებთ, რომ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, გამოცხადებულია კონკურსი - ახალგაზრდული შეჯიბრი ესეებში (Youth Essay Prize Competition).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის 30 წლამდე მოქალაქეებს.

 

კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა უნდა წარადგინონ ესე ინგლისურ ენაზე (მოცულობა 3000 სიტყვამდე). ესეების თემატიკა უნდა უკავშირდებოდეს მონაწილის ქვეყნის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებასა  და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს.

 

წარმოდგენილი ესე უნდა იყოს კარგი ანალიტიკური და ენობრივი ხარისხის. სასურველია, მონაწილემ ესეს თემა შეარჩიოს ისე, რომ საშუალება ჰქონდეს ასახოს საკუთარი, გარკვეულწილად სიღრმისეული ცოდნა, რომლის საფუძველიც იქნება მიღებული აკადემიური ცოდნა, კვლევები ან პროფესიული გამოცდილება. ესეს ავტორი მკითხველს უნდა სთავაზობდეს საინტერესო არგუმენტს ან მიდგომას.

 

გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება შემდეგ ვებ-გვერდზე: www.3dcftas.eu

 

გათვალისწინებულია ექვსი ჯილდოს გადაცემა. პირველი კონკურსის შედეგად გაიმარჯვა მოლდოვის ორმა მოქალაქემ. დარჩენილია კიდევ ოთხი ჯილდო. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზით 500 ევროს ოდენობით.

 

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 2017 წლის 31 აგვისტომდე, შემდეგ ელ-ფოსტაზე Hrant.Kostanyan@ceps.eu

 

გისურვებთ წარმატებებს!