European Summer University at Varna University of Management

11 მაისი 2017

გაცნობებთ, რომ ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტი, ვარნა, ბულგარეთი (Varna University of Management), აცხადებს სტუდენტების მიღებას ოთხკვირიან საზაფხულო სკოლაში შემდეგ პროგრამებზე:

 

  • სტრატეგიული და ოპერაციული მენეჯმენტი (19 ივნისი - 16 ივლისი)
  • ოპერაციული მენეჯმენტი, მარკეტინგ-მენეჯმენტი და მარკეტინგული კომუნიკაციები (3 ივლისი - 30 ივლისი)
  • მარკეტინგ-მენეჯმენტი, მარკეტინგული კომუნიკაციები და ორგანიზაციული მენეჯმენტი (17 ივლისი - 13 აგვისტო)
  • ადამიანებისა და ორგანიზაციების მართვა, პროექტ მენეჯმენტი (31 ივლისი - 27 აგვისტო)

 

პროგრამის ღირებულება შეადგენს 690 ევროს, თუმცა,  ვარნას საზაფხულო სკოლა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს ანიჭებს სტიპენდიას 200 ევროს ოდენობით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ საზაფხულო სკოლის ოფიციალურ ვებ გვერდს ან დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admissions@vmu.bg

 

გისურვებთ წარმატებებს!