კარდიფის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ვორკშოფი კავკასიის უნივერსიტეტში

20 დეკემბერი 2019
16-18 დეკემბერს, პროგნოზირების ინსტიტუტის მხარდაჭერით კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა 3 დღიანი ვორკშოპი კარდიფის უნივერსიტეტის (Cardiff University, UK) ასოცირებული პროფესორის ბაჰმან როსტამი ტაბარის მიერ თემაზე: Data analytics and Forecasting Using R.

ვორკშოპის ფარგლებში მოხდა R-სტატისტიკური ანალიზისთვის განკუთვნილი პროგრამირების ინსტრუმენტის გაცნობა, მონაცემების მომზადება, მანიპულირება და ვიზუალიზება; პროგნოზის მნიშვნელობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და პროგნოზირების მეთოდები, მონაცემების რეგრესიული ანალიზის მეთოდები.

გასათვალისწინებელია, რომ ვორკშოპის მონაწილეებს შეხვდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი, რომელმაც ისაუბრა პროგნოზირების მნიშვნელობაზე და მიდგომებზე, რომელსაც იყენებს კომიტეტი საქმიანობის განხორციელების პროცესში.