კავკასიის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტუდენტები ფოთში

31 მაისი 2017

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ფოთში გაიმართა სადღესასწაულო ღონისძიება, სადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტი, „Study in Georgia“ განსხვავებული შინაარსით წარსდგა.

 

კავკასიის უნივერსიტეტიდან სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო  საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ორმა სტუდენტმა, ვარშავის ეკონომიკის სკოლიდან (პოლონეთი) და ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან (ავსტრია). მათ მოამზადეს  ტრადიციული კერძები და გამოფენის სახით წარმოადგინეს საინფორმაციო ბროშურები, ბუკლეტები და პოსტერები.