კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორის სამუშაო ვიზიტი ავსტრიაში

6 ივნისი 2019

24-28 მაისს, ერაზმუს+ ის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში, ქალაქ გრაცში, იოანიუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (FH JOANNEUM, University of Applied Sciences, Austria) იმყოფებოდა კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, მარია ღლონტი.

 

მობილობის ფარგლებში მან ჩაატარა ლექციები მარკეტინგისა და საერთაშორისო მენეჯმენტის ფაკულტეტების სტუდენტებთან. ასევე გამართა შეხვედრები მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანთან და საერთაშორისო პროექტების მენეჯერთან. შეხვედრებზე დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმა.