ახალი ურბანული ტოპოლოგიების ფორუმი (NUT)

17 ოქტომბერი 2019
15-17 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ღონისძიებას სახელწოდებით "ახალი ურბანული ტოპოლოგიების ფორუმი" (NUT).
 
 
 
ფორუმის ფარგლებში ექსპერტებმა შვედეთიდან, უკრაინიდან და ბოსნია-ჰერცეგოვინადან დამსწრე საზოგადოებას თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს იმის შესახებ, თუ როგორ აღმოიფხვრა მათ ქალაქებში არაერთი ურბანული პრობლემა. ქართულმა მხარემ კი, ქალაქის დაგეგმარებაში არსებული გამოწვევები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განსაზღვრა.
 
 
 
ღონისძიება ინიცირებულია ხელოვნების, არქიტექტურისა და საზოგადოების ცენტრის (Färgfabriken) მიერ, (სტოკჰოლმი, შვედეთი). ღონისძიების სპონსორია შვედეთის საელჩო საქართველოში და ხორციელდება პროექტ “არტ ბითთან” და კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
 
 
 
ღონისძიებაში მონაწილეობა დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრმა, კერძოდ, მეცნიერებმა, არქიტექტორებმა, მხატვრებმა, ქალაქის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა მიიღეს. სამდღიანი ფორუმის დასასრულს, CU სტუდენტებმა თავიანთი პრეზენტაციები წარადგინეს, რომელიც კონკრეტული თემის ირგვლივ მომზადდა.
 
 
 
აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ათეულ ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაში, რუსეთსა და მოლდოვაში.