საორიენტაციო შეხვედრა საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტთან

6 ოქტომბერი 2018

5 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის საორიენტაციო შეხვედრა გამართეს.

 

შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტების ინფორმირებას გაცვლითი და ორმაგი ხარისხის, საზაფხულო და სასტიპენდიო პროგრამების შესახებ, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს სწავლების სხვადასხვა საფეხურზე. შეხვედრის მსვლელობისას, სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროგრამებში მონაწილეობის წინაპირობების, სტუდენტთა შერჩევის, რეგულაციებისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, კავკასიის უნივერსიტეტის ომბუდსმენმა სტუდენტებთან ტრენინგი გამართა. სალომე კუჭუხიძემ სტუდენტებს ომბუდსმენის ოფისის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მისი მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

 

სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს, რატომაა მნიშვნელოვანი ობუდსმენის ჩართულობა უნივერსიტეტში, როგორ უნდა დაუკავშირდნენ მას, რა შედის მის ვალდებულებებში და, ასევე, როგორ განისაზღვრება სტუდენტთა კონსულტირებისა და დახმარების სფეროები.