Université Paris-Saclay - საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა 2017-2018 აკადემიური წლისთვის

15 მარტი 2017

გაცნობებთ, რომ საფრანგეთის უნივერსიტეტი პარიზი-საკლეი (Universite Paris-Saclay) აცხადებს საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას მაგისტრატურის საფეხურზე, 2017-2018 აკადემიური წლისთვის.

 

განაცხადის  გაკეთება შეუძლიათ როგორც ფრანგულენოვან, ისე ინგლისურენოვან სტუდენტებს. აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს 45 მიმართულებას, რომელიც დაყოფილია 8 სკოლის მიმართულებით, ესენია:

 

1)ბიომრავალფეროვნება, სოფლისმეოურნეობა და კვების მრეწველობა, საზოგადოება და გარემო (Biodiversity, Agriculture and Food, Society and the Environment);

2) ბიოლოგია, მედიცინა და ფრამაცია (Biology, Medicine and Pharmacy);

3) ინჟინერია, საინფორმაციო თექნოლოგიები (Engineering, Information Science and Technology);

4) ფუნდამეტური მეცნიერებები (Basic Sciences);

5) სამართალი და პოლიტიკური მეცნიერებები (Law and political Science);

6) ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებები და მართვა (Economics, Social Sciences and Management);

7) ჰუმანიტარული მეცნიერებები (Humanities);

8) სპორტის მეცნიერებები (Sports Sciences and Human Movement).

 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე.

 

სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტიდან ელ.ფოსტის მეშვეობით მიიღებენ ოფიციალურ წერილს უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ და ამავდროულად ნებართვას სტიპენდიაზე განაცხადის გასაკეთებლად. სტიპენდია გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც სასტიპენდიო ჟიურის გადაწვეტილებით მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტის მეშვეობით დაფინანსების შესახებ.

 

აღნიშნულ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სტიპენდიის მოსაპოვებლად შერჩევა იყოფა ორ ეტაპად.

 

საქართველოს მოქალაქეები განაცხადის გაკეთებას შეძლებენ მხოლოდ მეორე ეტაპზე, იხილეთ ვებ-გვერდი.

 

გისურვებთ წარმატებებს!