ზაარლანდის უნივერსიტეტის სტიპენდია

ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია) აცხადებს კონკურსს 2 თვიანი კვლევითი სტიპენდიების მისაღებად დოქტორანტურის სტუდენტებისათვის საერთაშორისო ან ევროპული სამართლის მიმართულებით. კვლევის განხორციელება შესაძლებელია ინგლისურ ან გერმანულ ენებზე. სტიპენდია ითვალისწინებს საცხოვრებლის (1000 ევრო 2 თვის განმავლობაში) და სამოგზაურო  ხარჯების დაფარვას ე.წ. “lump-sum”- ის სახით.

 

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2016 წლის 1 დეკემბრამდე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე see-eu-cluster@europainstitut.de უნდა გააგზავნონ სამოტივაციო წერილი (1 გვ.), კვლევითი პროექტის აბსტრაქტი (1 გვ.) და CV.