გია ნოზაძის CES ღია ლექცია-სემინარების ციკლის ფარგლებში

2 ივნისი 2020

2 ივნისს, 18:00 საათზე, კავკასიის განათლების სკოლის-CES ღია ლექცია-სემინარების ციკლის ფარგლებში, დისტანციური შეხვედრა გაიმართება გია ნოზაძესთან.

 
გია ნოზაძე კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის სწავლა-სწავლების დირექტორია.
 
შეხვედრის თემა - დაწყებითი პედაგოგიკა - ციფრული ტექნოლოგიები მათემატიკაში ცნებებზე დაფუძნებული სწავლებისა და საბაზისო უნარების განვითარების მიზნით.
 
შეგახსენებთ, რომ ღია ლექცია-სემინარების ციკლი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის არის განკუთვნილი. 
 
დისტანციური შეხვედრების ფარგლებში, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები, საინტერესო სპიკერებთან ერთად, განათლების სისტემის გამოწვევებზე, სიახლეების დანერგვაზე და ზოგადად, განათლების ირგვლივ არსებულ აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ.
 
დისტანციურ ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.