კრიტიკული აზროვნების ესეების კონკურსი

22 დეკემბერი 2020

22 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის ორგანიზებით გაიმართება ესეების სტუდენტური კონკურსი.

 

კონკურსი ტარდება მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის საბაკალავრო კურსის „კრიტიკული აზროვნება” ფარგლებში (კურსის ხელმძღვანელი, დოქტორი, პროფესორი თენგიზ ვერულავა).

 

კონკურსი მიზნად ისახავს სტუდენტების ანალიტიკური აზროვნების განვითარებას და სამეცნიერო კვლევების წახალისებას.

 

კონკურსის მონაწილეებმა ესეები 2020 წლის 20 დეკემბრამდე უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე tverulava@cu.edu.ge.

 

ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას.

 

გამარჯვებულებს  გადაეცემათ სერტიფიკატები.