ვორქშოფი აბიტურიენტებისთვის - ტოლერანტობა და მშვიდობიანი თანაარსებობა დემოკრატიულ საზოგადოებაში

3 თებერვალი 2018

3 თებერვალს, 12:00 საათზე, კვაკასიის უნივერსიტეტში გაიმართება ვორქშოფი აბიტურიენტებისთვის თემაზე - ტოლერანტობა და მშვიდობიანი თანაარსებობა დემოკრატიულ საზოგადოებაში.

 

ვორქშოფის მიზანია, აუდიტორიას გააცნოს ტოლერანტობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის არსი, მისი როლი თანამედროვე სახელმწიფოში, განიხილოს ძირითადი გამოწვევები და აუდიტორიის ჩართულობით, განისაზღვროს პრობლემის გადაჭრის გზები.

 

სამოქალაქო განათლება წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს პირთა სამართლებრივი ცნობიერების ჩამოყალიბების, ურთიერთდამოკიდებულებისა და მსოფმხედველობის განვითარებისათვის. ტოლერნტობა და მშვიდობიანი თანაარსებობა არის სამოქალაქო განათლების ფუნდამენტური საკითხი, რომელიც მნიშვნევლოვნად განსაზღვრავს სახელმწიფოს დემოკრატიის ხარისხს.

 

სპიკერები იქნებიან: კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები  და ,,სამოქალაქო განათლება აბიტურიენტებისათვის“ წიგნის ავტორები - თამარ გვასალია და მარიამ მაჭარაშვილი.

 

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

რეგისტრაციის ბმული.