საინფორმაციო შეხვედრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად

26 ოქტომბერი 2017

17 მარტს, 12:00 საათზე, C9 აუდიტორიაში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, როგორც აბიტურიენტებისთვის, ასევე მშობლებისთვის. შეხვედრას ცენტრის ლოჯისტიკის დეპარტამენტის კოორდინატორი მაია გაბუნია დაესწრება და უპასუხებს კითხვებს გამოცდების შესახებ. 

 

კავკასიის უნივერსიტეტი სიახლეებს გთავაზობთ:

 

  • CU კამპუსი, რომელიც თავისი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ასევე ამიერკავკასიაში
  • CU გრანტი - შიდა სასწავლო გრანტები სწავლების 4 წლის მანძილზე
  • ახალი პროგრამები და ახალი ფასები

 

დარეგისტრირდით და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია თქვენთვის სასურველ შეკითხვებზე.

 

მისამართი: პაატა სააკაძის #1.