ტრენინგი აბიტურიენტებისთვის თემაზე - მოლაპარაკებების ხელოვნება

24 თებერვალი 2018

24 თებერვალს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა საერთაშორისო ურთიერთობებითა და დიპლომატიით, პოლტიკის მეცნიერებებითა და საჯარო მმართველობით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გამართავს ტრენინგს თემაზე "მოლაპარაკებების ხელოვნება“. 

 

ტრენინგს გაუძღვება სახელმწიფო მართვის სკოლის პროფესორი, სხვადასხვა დიპლომატიურ მოლაპარაკებებში საქართველოს წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ინტელექტ კლუბი „რა, სად, როდის“ მოაზროვნე, დოქტორი სერგი კაპანაძე.

 

ტრენინგის ფარგლებში აბიტურიენტები მიიღებენ ინფორმაციას მოლაპარაკებების სხვადასხვა სტრატეგიებისა და თეორიის შესახებ. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ სიმულაციურ თამაშში, რომლის დროსაც უშუალოდ მოუწევთ კონკრეტული საკითხის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება და დასახული მიზნების მისაღწევად ერთმანეთს შორის მოლაპარაკებების გამართვა.

 

მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. 

 

რეგისტრაციის ბმული.