ვორკშოპი CSG-ის სტუდენტებისთვის „როგორ მოვემზადოთ კონფერენციისთვის სოციალურ მეცნიერებებში?“

26 აპრილი 2018

26 აპრილს, 12:00-დან 14:00 საათამდე, კავკასიის უნივერსიტეტში, მშვიდობის კვლევების ინსტიტუტში გაიმართება ვორქშოპი სტუდენტებისთვის: „როგორ მოვემზადოთ კონფერენციისთვის  სოციალურ მეცნიერებებში?“ ვორკშოპს გაუძღვება სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ეკა აკობია.

 

ვისთვის არის განკუთვნილი ვორქშოფი?

  • CSG-ის სტუდენტებისთვის, რომლებიც წელს ან მომავალში გეგმავენ მონაწილეობას სასკოლო/საუნივერსიტეტო აკადემიურ კონფერენციაში;
  • CSG-ის სტუდენტებისთვის, რომლებიც გეგმავენ აქტიურ კვლევით/აკადემიურ საქმიანობას.

 

განსახილველი თემები:

  • თემის შერჩევა და კვლევის ფოკუსის დავიწროვება
  • კვლევითი ესეს ორი ტიპი: არგუმენტირებული ესე და ანალიტიკური ესე
  • აბსტრაქტის (მოკლე მონახაზი) მომზადება
  • კვლევის მეთოდები და კვლევის დიზაინი
  • რა არის ლიტერატურის მიმოხილვა?
  • რისთვის გვჭირდება ლიტერატურის მიმოხილვა?
  • თეორიის როლი და გამოყენება
  • პერეფრაზი და პირდაპირი ციტატა
  • წყაროების ციტირება და ბიბლიოგრაფია
  • როგორ წარვადგინოთ პრეზენტაცია? (8 სასარგებლო წესი)

 

ვორქშოფში მონაწილეობისთვის გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.