ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

29 მაისი 2017

29 მაისს, 11:00  საათზე, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, კავკასიის უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს ,,აგილ პრესის ვენჩერსისთან“.

 

ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და თეორიული ცოდნის განმტკიცებას პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს  გაცვლითი პროგრამების ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მივლინებას ვირჯინიის სხვადსხვა უნივერსიტეტებში, აშშ-ში. სადაც სტუდენტები შეძლებენ როგორც უცხო ენის  ცოდნის დონის გაღრმავებას, ასევე სხვადასხვა მიმართულებით პროფესიული გამოცდილების გაფართოებას. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სტაჟირების კურსი ამერიკაში არსებულ სხვადასხვა კომპანიებში.