HUB Georgia-იდეიდან რეალობამდე

21 თებერვალი 2020

21 თებერვალს, 18:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია "Hub Georgia"-ს დამფუძნებელ გიორგი კოდუას საჯარო ლექცია გაიმართება.

 

საჯარო ლექციის თემაა: საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხედვა - HUB Georgia.


HUB Georgia-ს იდეა და არსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო განვითარდეს ეკონომიკურად, მთლიანი რეგიონის ქვეყნების მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ყველას თანაბრი შანსი, გახდნენ მდიდარი სახელმწიფოს მდიდარი მოქალაქეები.

არასამთავრობო ორგანიზაცია “HUB Georgia”-ს მიზანია საქართველო გახდეს სატრანსპორტო და
ლოგისტიკური ჰაბი, მრავალი მიმართულების ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი.


საჯარო ლექცია გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.

დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.