ტექნორალი

15 მარტი 2019

16-17 მარტს, 13:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში კონკურსი „ტექნორალი“ გაიმართება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ XI-XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 3 მოსწავლისაგან. ერთი სკოლიდან დასაშვებია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. ასევე, დასაშვებია, გუნდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტება.

 

კონკურსში მონაწილეებმა უნდა ააწყონ რადიომართვადი მანქანა-კონსტრუქტორები და ამ მანქანებით შეჯიბრებაში მიიღონ მონაწილეობა. კონკურსი გაგრძელდება 2 დღის განმავლობაში, I დღე - მანქანა-კონსტრუქტორების აწყობა, II დღე - შეჯიბრება/რალი.

 

I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 15 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 9 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 6 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

 

საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრი მიიღებს გუნდისთვის გამოყოფილი ვაუჩერის 1/3-ს. მიღებული ვაუჩერი დააფინანსებს კავკასიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატში სწავლის საფასურს 4 წლის განმავლობაში. ვაუჩერებით სარგებლობა შეუძლიათ 2019 ან 2020 წელს კავკასიის უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს.

 

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია 15 მარტამდე 

 

საკონტაქტო პირი - შოთა ნიჟარაძე 595 444 744

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი