ნიკა ქურდიანის საჯარო ლექცია

8 დეკემბერი 2018

8 დეკემბერს, 14:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი საჯარო ლექციას გამართავს.

 

ნიკა ქურდიანი კავკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულია და მას საბანკო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ის სტუდენტებს გაუზიარებს გამოცდილებას და ბიზნესის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრება.

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.