კომპანია Quantori-ს წარმომადგენლები CU კამპუსში

28 თებერვალი 2020
28 თებერვალს, 16:30 საათზე კავკასიის უნივერსიტეტს ეწვევიან Quantori-ს  წარმომადგენლები, რომლებიც სტუდენტებს კომპანიის შესახებ მოუყვებიან.
 
ამას გარდა, კომპანია Quantori-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაალ ბერიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: Bioinformatics: The Really Big One 
 
სპიკერი ისაუბრებს "Big Data ინდუსტრიები"-ს  მნიშვნელობაზე თანამედროვე მსოფლიოში. ასევე, ლექცია შეეხება ბიოინფორმატიკას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი კაცობრიობისთვის და  განიხილავენ  რეალურ ამოცანებს ამ მიმართულებით. აუდიტორიას გააცნობენ თანამედროვე ალგორითმებსა და ტექნოლოგიებს, რომლებსაც იყენებენ ამ ამოცანების გადასაჭრელად.  
 
მნიშვნელოვანია, რომ Quantor-მა  თბილისში წარმომადგენლობა გახსნა და თანამშრომლობისთვის  სტუდენტების შერჩევას გეგმავს.
 
შეხვედრა გაიმართება C9 აუდიტორიაში. დასწრების მსურველებმა, გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.