გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, შაჟონგ ჟუს ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

17 სექტემბერი 2020
17 სექტემბერს, 10:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტს ეწვევა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი შაჟონგ ჟუ.
 
ვიზიტის ფარგლებში, შაჟონგ ჟუ კავკასიის უნივერსიტეტს პირადად გადასცემს საერთაშორისო სერტიფიკატს TEDQUAL, რომელიც კავკასიის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამამ მოიპოვა.
 
ღონისძიების ფარგლებში, აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგებიან კავკასიის უნივსერისტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი შაჟონგ ჟუ, კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანი ნინო კალანდაძე, მარკ მაკორდი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი გიორგი ბრეგაძე.