Creative Shock 2020

21 სექტემბერი 2020

გაცნობებთ, რომ საერთაშორისო სოციალური ბიზნეს ქეისების კონკურსი, რომელიც ორგანიზებულია ISM ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის სტუდენტების ასოციაციის მიერ, იწვევს ბიზნეს ადმინისტირირების მაგისტრებსა და მაგისტრანტებს მონაწილეობის მისაღებად.


კონკურსის მიზანია, სტუდენტებს გააცნონ გლობალური სოციალური ბიზნეს მოდელები, განავითაროს მონაწილეთა კრიტიკული აზროვნების უნარი რეალური ამოცანების მეშვეობით და ამასთანავე, უზრუნველყოფს სოციალური ბიზნესის განვითარებას მსოფლიოში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ჯგუფურად (3-4 სტუდენტი), ან ინდივიდუალურად.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა ამოხსნან ორი სოციალური ბიზნეს ქეისი. საუკეთესო 10 გუნდს ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ფინალურ ეტაპზე ვილნიუსში 28-29 ნოემბერს ონლაინ ღონისძიებაში, ხოლო, გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 2000 ევროს ოდენობის საპრიზო თანხა. კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეობა არის უფასო, ხოლო ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის საფასურია 30 ევრო თითოეული წევრისათვის.

მონაწილეობისათვის ინდივიდებისა და ჯგუფების რეგისტრაციის დედლაინია მიმდინარე წლის 5 ოქტომბერი.
 
რეგისტრაციის შემდგომ 1 საათის ვადაში უნდა მიიღოთ რეგისტრაციის დადასტურების შესახებ ელ.ფოსტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ,  აღნიშნულის შესახებ აცნობოთ ელ.ფოსტაზე info@creativeshock.lt 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ დანართი ფაილი და  ბმული.

წარმატებას გისურვებთ!