ბლოგერების კონკურსი აბიტურიენტებისთვის

10 დეკემბერი 2017

აბიტურიენტებს მედიის სკოლისგან 

 CSM-ის ბლოგერების კონკურსი

 

  • თუ ხარ აბიტურიენტი და გიყვარს წერა
  • თუ გაინტერესებს ბლოგინგი: მხატვრული ჩანახატების ან ანალიტიკური სტატიების წერა
  • თუ გსურს, შენმა ნაწერმა მოგიტანოს სტიპენდია კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში

 

გამოგვიგზავნე საკუთარი ბლოგი ელ. ფოსტის მისამართზე: csm@cu.edu.ge

 

ვადა: 10 იანვარი

 

სტანდარტები: სასურველი სტილით შექმნილი მხოლოდ პროზაული ნაშრომები. თავისუფალია ჟანრი (ფანტასტიკა, სათავგადასავლო, დეტექტივი და ა.შ.) და სტილი. გაითვალისწინეთ: თუკი გადაწყვეტთ, გამოგზავნოთ ანალიტიკური ესე, რეცენზია ან მსგავსი ტიპის კონკრეტული სტილის ნაშრომი, დაიცავით თითოეულისთვის განსაზღვრული ტექნიკური წესები და კლიშეები.

 

ყურადღება მიაქციეთ მართლწერას გამართული და გასაგები წინადადებების შედგენისთვის, თავი მაქსიმალურად დაიცავით არქაული, ზერთული ფორმებისა და პათეტიკის გამოყენებისგან, რადგან ნაწერი უნდა იყოს გასაგები და გამართული.

 

ნაწერი უნდა გამოაგზავნოთ Microsoft Word-ის ფაილში, 200-500 სიტყვა. დაუშვებელია პლაგიატი! ჟიურის წევრები მკაცრად შეამოწმებენ თითოეული ნაშრომის ავთენტურობას!

 

20 იანვარს, 16:00 გაიმართება მონაწილეთა შეკრება და გამარჯვებულების დაჯილდოება.

 

პრიზები გამარჯვებულებისთვის:

 

I ადგილი - კავკასიის მედიის სკოლაში სწავლის ვაუჩერი - 1500 ლარი

II ადგილი - კავკასიის მედიის სკოლაში სწავლის ვაუჩერი - 1000 ლარი 

III ადგილი - კავკასიის მედიის სკოლაში სწავლის ვაუჩერი - 500 ლარი