ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი

27 დეკემბერი 2017

CSL-ის ინიციატივით კავკასიის უნივერსიტეტი ჩაერთო აქციაში - „ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი.“

 

აქციის ფარგლებში, მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის შეგროვდება ტანსაცმელი, სათამაშოები, წიგნები, ნაძვის ხეები, პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთები.

 

საქველმოქმედო აქცია "ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი" ყოველწლიურად, საქართველოს მასშტაბით ტარდება. აქციის მიზანია, მზრუნველობამოკლებულ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ ბავშვებს გადაეცეთ საახალწლო საჩუქრები, იქნება ეს ტანსაცმელი, სათამაშო, წიგნი თუ ნებისმიერი სხვა ნივთი.

 

ფერადი ყუთი, რომელშიც მსურველებს ნივთებისა და სხვა საჩუქრების ჩაწყობა შეუძლიათ, 27 დეკემბრამდე განთავსებული იქნება კამპუსის ცენტრალურ შემოსასვლელში, B სართულზე.