CSM-ის ბლოგერების კონკურსი

27 იანვარი 2020

კავკასიის მედიის სკოლა აცხადებს ბლოგერების კონკურსს აბიტურიენტებისთვის.

 

  • თუ ხარ აბიტურიენტი და გიყვარს წერა;
  • თუ გაინტერესებს ბლოგინგი: მხატვრული ჩანახატების ან ანალიტიკური სტატიების წერა;
  • თუ გსურს, შენმა ნაწერმა მოგიტანოს სტიპენდია კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში;
  • თუ გინდა დაესწრო მასტერკლასს და გაიცნო მედიის სკოლა უკეთესად.

 

ერთადერთი პირობა: მონაწილე უნდა იყოს აბიტურიენტი და უნდოდეს სწავლა კავკასიის მედიის სკოლაში.

 

აქტივობები და დედლაინები:

 

  • 1 თებერვალი 13:00 - კავკასიის მედიის სკოლის დეკანის, ნინო ჟიჟილაშვილის მასტერკლასის მონაწილეებისთვის;
  • 10 თებერვალი, 21:00 - ბლოგების გამოგზავნის ვადა (ელექტრონული ფოსტა: csm@cu.edu.ge);
  • 22 თებერვალი, მონაწილეთა შეკრება და გამარჯვებულების დაჯილდოება.

 

პრიზები გამარჯვებულებისთვის:

 

I ადგილი - კავკასიის მედიის სკოლაში სწავლის ვაუჩერი - 1500 ლარი;

II ადგილი - კავკასიის მედიის სკოლაში სწავლის ვაუჩერი - 1000 ლარი;

III ადგილი - კავკასიის მედიის სკოლაში სწავლის ვაუჩერი - 500 ლარი.

 

ბლოგი წერის სტანდარტები:

 

შეგიძლიათ წარმოადგინოთ სასურველი სტილით შექმნილი მხოლოდ პროზაული ნამუშევრები. ჟანრი თავისუფალია (ფანტასტიკა, სათავგადასავლო, დეტექტივი და ა.შ.) და სტილი. გაითვალისწინეთ: თუკი გადაწყვეტთ, გამოგზავნოთ ანალიტიკური ესე, რეცენზია ან მსგავსი ტიპის კონკრეტული სტილის ნაშრომი, დაიცავით თითოეულისთვის განსაზღვრული ტექნიკური წესები და კლიშეები.

 

ყურადღება მიაქციეთ მართლწერას, გამართული და გასაგები წინადადებების შედგენისთვის, თავი მაქსიმალურად დაიცავით არქაული, ზერთული ფორმებისა და პათეტიკის გამოყენებისგან. რადგან ნაწერი უნდა იყოს გასაგები.

 

გამოაგზავნეთ ნამუშევარი Microsoft Word-ის ფაილში, 200-500 სიტყვა. დაუშვებელია პლაგიატი! ჟიურის წევრები მკაცრად შეამოწმებენ თითოეული ნაშრომის ავთენტურობას!

 

შეკითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ აქ: csm@cu.edu.ge