მონახაზების მიღება: თბილისის საერთაშორისო მშვიდობის კონფერენცია 2017

15 ივლისი 2017

 

 

ცხადდება მონახაზების მიღება

თბილისის მშვიდობის საერთაშორისო კონფერენცია

2017 წლის 6 ოქტომბერი

 

თბილისის მშვიდობის საერთაშორისო კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს მკვლევარებსა და აკადმიური წრეების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ მშვიდობის სწავლებისა და კვლევების საკითხებისადმი მიძღვნილ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში.

 

მონაწილეობისთვის განიხილება როგორც დასრულებული ასევე მიმდინარე აკადემიური კვლევები. კონფერენცია შეეხება შემდეგი ფართო თემატიკის საკითხებს:

 

  • საერთაშორისო და ადგილობრივი კონფლიქტები, როგორც არასტაბილურობის წყარო;
  • კონფლიქტის ტრანსფორმაცია და უსაფრთხოება;
  • შედარებითი სამშვიდობო პროცესები;
  • სამშვიდობო პროცესების და მშვიდობის შენების პრაქტიკა/ინიციატივები;
  • აღდგენითი მართლმსაჯულება და შერიგების პროცესი;
  • გენდერი და მშვიდობის შენება.

 

კონფერენციაში მონაწილეობისთვის, გამოაგზავნეთ მოკლე მონახაზი ზემოთ ხსენებულ რომელიმე თემაზე (250-300 სიტყვა)  შემდეგ ელ. მისამართზე: ipc@cu.edu.ge. მონახაზების მიღება წარმოებს 2017 წლის 15 ივლისის ჩათვლით.

 

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდება სპეციალური პანელი „ახალგაზრდები და მშვიდობის შენება“ რომელზეც მოხსენებით გამოვლენ სტუდნეტები (ბაკალავრისა და მაგისტრატურის დონე).

 

სტუდენტებმა მონახაზი (200-250 სიტყვა) ასევე უნდა წარმოადგინონ  შემდეგ ელ. მისამართზე: ipc@cu.edu.ge,  2017 წლის 15 ივლისის ჩათვლით.

 

კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. შერჩევის შედეგები გეცნობებათ 2017 წლის 15 აგვისტოს.  

 

ორგანიზატორების შესახებ: კონფერენციის ორგანიზატორია მშვიდობის კვლევების ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა ევროკავშირის ერასმუს + პროგრამით დაფინანსებული მასშტაბური პროექტის - „Creation of the Graduate Curricula in Peace Studies in Georgia“ (PESTUGE) ფარგლებში. პროექტის მონაწილეები არიან მშვიდობის სწავლების საკითხებში ევროპის წამყვანი შემდეგი უნივერსიტეტები: ირლანდიის ტრინიტის კოლეჯი (Trinity College University), ქალაქ დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University),  ავსტრიის ინსბრუკის უნივერსიტეტი (The University of Innsbruck) და გაერთიანებული სამეფოს ულსტერის უნივერსიტეტი (Ulster University). პროექტში მონაწილეობს საქართველოს ოთხი უნივერსიტეტი: კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმიწფო უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლესი განათლების უნივერსიტეტებში მშვიდობის სწავლებისა და კვლევების დანერგვა და განვითარება, ისევე როგორც მშვიდობის სწავლების აკადემიური ქსელის განვითარების ხელშეწყობა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.