დოკუმენტური ფილმის ,,ევროპა საქართველოში-დიუმას ნაკვალევზე" ჩვენება

21 მარტი 2017

21 მარტს, 17:30 საათზე პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დოკუმენტური ფილმის ,,ევროპა საქართველოში-დიუმას ნაკვალევზე" ჩვენება. ფილმი შეიქმნა  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწოფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით . 

 

იდეის ავტორების მიზანი იყო  მოსახლეობისთვის ევროკავშირის დახმარების იმ პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც საფუძველს ქმნიან საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით.