ავსტრიის მთავრობის სტიპენდია- ERNST MACH GRANT

23 იანვარი 2017

ავსტრიის მეცნიერებისა და კვლევის სამინისტრო ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდნეტებისათვის აცხადებს ERNST MACH-ის გაცვლით სასტიპენდიო კონკურსზე განაცხადების მიღებას  ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (FH JOANNEUM University of Applied Sciences) სასწავლებლად.

 

მობილობა შესაძლებელია 2017 წლის შემდოგომის ან 2018 წლის გაზაფხულის სემესტრში.

 

კონკურსი დაყოფილია ორ ეტაპად:

  • I ეტაპზე, კავკასიის უნივერსიტეტის მიერ მოხდება 6 სტუდენტის შერჩევა და ნომინირება ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, 2017 წლის 10 თებერვლამდე. შერჩეულ კანდიდატებს ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან ეგზავნებათ ჩარიცხვის წერილი (acceptance letter), რის საფუძველზეც ისინი მონაწილეობას იღებენ კონკურსში.
  • მეორე ეტაპი გულისხმობს სტუდნეტის მიერ საკონკურსო განაცხადის შეტანას ERNST MACH-ის  სასტიპენდიო პროგრამაზე 2017 წლის 1 მარტამდე.

 

ERNST MACH-ის გაცვლით სასტიპენდიო კონკურსში მონაწილე სტუდენტთა შერჩევისა და შერჩეული კანდიდატების ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ნომინირებისათვის, კავკასიის უნივერსოტეტი აცხადებს კონკურსს.

 

დამატებითი ინფორმაცია კონკურსში მონაწილობის წინაპირობების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე:  

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:

  • საბაკალავრო პროგრამის პირველი და დამამთავრებელი ეტაპის სტუდენტებს;
  • სამაგისტრო პროგრამის მეორე ეტაპის მეორე სემესტრის სტუდენტებს;

 

კანდიდატებს განაცახდების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2017 წლის 23 იანვრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge .

 

კანდიდატებმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითონ გრანტის დასახელება (ERNST MACH), წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და  საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეშვიდე სართული, ოთახი A21.

 

გისურვებთ წარმატებებს!